გიორგი თევზაძე
გიორგი თევზაძე
გიორგის მოღვაწეობა მეღვინეობასა და ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით 1996 წელს დაიწყო, ახლად დაფუძნებული კომპანიის - „GWS”-ის გუნდთან ერთად.
1997 და 1998 წლებში მან მიიღო პრაქტიკული გამოცდილება ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, სხვადასხვა ღვინის მარნებსა და ხილის ბრენდების დისტილერიაში.
2001 წელს, გიორგიმ კალიფორნიაში, დევისის უნივერსიტეტში გაიარა მაგისტრატურის პროგრამა - მევენახეობა-მეღვინეობა და სპირტიანი სასმელების დისტილაცია; 2002 წლამდე კი განაგრძო მუშაობა ცნობილ დისტილერიაში - “St. George Spirits”.
2013 წელს, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გიორგიმ ბავშვობის მეგობართან დააფუძნა ქართული ხილისგან გამოხდილი სასმელების მწარმოებელი კომპანია - „რირავო დისტილერია“ და აღადგინა საქართველოში მივიწყებული ხილის ჭაჭებისა და სპიტიანი სასმელების გამოხდის უნიკალური კულტურა და ტრადიცია.
2019 წლიდან გიორგი შეუერთდა ნაბერაულის გუნდს და მონაწილეობა მიიღო კომპანიის ღვინოების წარმოებაში.